მთავარისაქართველო„ნუ განგვასხვავებთ” - ცოცხალი ჯაჭვი ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მხარდასაჭერად

„ნუ განგვასხვავებთ” – ცოცხალი ჯაჭვი ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მხარდასაჭერად

„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მხარდასაჭერად ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა.

„ნუ განგვასხვავებთ – თანაბარი ხელმისაწვდომობა, სრულფასოვანი დიაგნოსტირება და უწყვეტი მკურნალობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რაიონებში“, – ეს მხარდამჭერი აქციის მთავარი გზავნილია. სწორედ ამის თქმა სურდათ აქციის მონაწილეებს საზოგადოებისა და შესაბამისი უწყებებისთვის.

„ძალიან გაახალგაზრდავდა ჩვენი დაავადება. სამწუხაროდ, გვყავს 22, 24, 26, 29 წლის პაციენტები, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩატარდეს ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლება. ამ საკითხის შესახებ რაც შეიძლება ხშირად უნდა დავაფიქროთ საზოგადოება, რათა დროულად მიმართონ ექიმს. დროზე აღმოჩენილი პრობლემა ხომ გაცილებით მარტივად მოგვარებადია…

საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1400-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება და ამ სენისგან წელიწადში 900-ზე მეტი ქალი იღუპება. ეს არის 900 ოჯახის ტრაგედია და სამწუხაროდ, ეს რიცხვი ყოველწლიურად იმატებს“, – აღნიშნავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი.

„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიაში საქართველო უკვე არაერთი წელია ჩართულია. კამპანიის მიზანი დაავადების შესახებ ცნობიერების გაზრდაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend