კატეგორიები

„ქალებს ბრძოლას ვერ გადაგვაჩვევთ!“ – ქალების პროტესტი თბილისში

„ქალებს ბრძოლას ვერ გადაგვაჩვევთ!“ – ქალების პროტესტი თბილისში
,,გამოვდივართ გაბრაზებული ქალები – ჩვენი სიცოცხლისთვის, ჩვენი შვილებისთვის, დებისთვის, დედებისთვის, ქალი პოლიტპატიმრებისთვის” – თბილისში ქალების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პროტესტში ჩართულ ქალებს განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობა, და ამასთან, „გულგრილობითა და დამანგრეველი ნარატივებით ოჯახში ძალადობას ახალისებს.“

„მას შემდეგ, რაც პროტესტი დაიწყო, ქალები განსაკუთრებით აქტიურები არიან, და რა თქმა უნდა, მათ წინააღმდეგ განსაკუთრებულ მეთოდებსაც იყენებენ.  ჩვენ ვნახეთ სახლში შევარდნა – ორსული ქალის, მარიამ ბაჯელიძის შემთხვევა. შვიდი თვის ორსულ ქალს და მცირეწლოვან ბავშვს სახლში შეუვარდნენ. ასევე, ერთ-ერთი სინდისის პატიმრის დაკავებისას მის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მას მუცელი მოეშალა. ქალებს იზოლატორებში აშიშვლებენ. გვყავს სინდისის პატიმარი ქალები და ე. წ. ხელისუფლების თანამდებობის პირების რიტორიკაც გვესმის, რომ თურმე აქტივისტი ქალები ქალები საერთოდ არ არიან“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, აქტივისტმა ელენე ქაიხოსროშვილმა.

მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლეს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები