მთავარისაქართველოირაკლი კობახიძის ოპედი

ირაკლი კობახიძის ოპედი

ამ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს Euronews-ის სარედაქციო პოზიციას.

„საქართველო ირჩევს ევროპულ, მშვიდობიან და პრინციპულ გზას. ჩვენ ჩვენს წილს ვასრულებთ. ვრჩებით მტკიცე რეფორმების გზაზე, ერთგული ვართ ჩვენი ვალდებულებებისადმი და ორიენტირებულები ვართ შედეგებზე“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ექსკლუზიურ სვეტში Euronews-ისთვის.

საქართველო 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება და ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებას.

ეს არჩევნები წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და მათ მუდმივ მისწრაფებას, იცხოვრონ სტაბილურ და თანამედროვე სახელმწიფოში.

ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტია „ქართული ოცნებამ” ხმების 54% მიიღო, რაც ჩვენდამი საზოგადოების ნდობის მკაფიო სიგნალია.

ეს ნდობა კვლავ იზრდება. ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები მხოლოდ იმის გადაწყვეტას არ ეხება, თუ ვინ მართავს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს – ეს ეხება იმ მოდელის დაცვას, რომელიც შედეგს იძლევა. ზოგიერთი პოლიტიკური აქტორი, რომელსაც კონფრონტაციის მიღმა ხედვა არ აქვს, ცდილობს დემოკრატიული პროცესი დესტაბილიზაციის იარაღად აქციოს.

თუმცა დემოკრატია მხოლოდ პროტესტი არაა – ეს შედეგებსაც ეხება. და ჩვენი მთავრობის შედეგები ცხადია: ვიცავთ ეკონომიკას, რესურსს ვდებთ ჩვენს მოქალაქეებში და რთულ რეგიონში მშვიდობას ვინარჩუნებთ.

საქართველო ცენტრალური გამოსავალია და არა პერიფერიული მოთამაშე

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველო ევროპის ფართო სამეზობლოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად იქცა. ჩვენ მივაღწიეთ მთლიანი შიდა პროდუქტის შთამბეჭდავ ზრდას, ვაკონტროლეთ ინფლაცია, გავზარდეთ ექსპორტი და მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ საჯარო ფინანსები.

ეს შედეგები შემთხვევითი არ არის – ისინი განპირობებულია გააზრებული, ხანდახან რთული გადაწყვეტილებებით, რომლებიც გრძელვადიან განვითარებას ემსახურება და არა მოკლევადიან „ჰედლაინებს.“ გლობალური გაურკვევლობის პირობებშიც კი, საქართველო პოზიციონირებს როგორც სანდო და სტაბილური პარტნიორი.

დღეს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა სწრაფად იზრდება. გლობალური მიწოდების ჯაჭვების გადალაგების პარალელურად, საქართველო შუა დერეფნის გულშია. ეს ევროპისა და აზიის ბაზრების დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე და სტაბილური მარშრუტია.

ჩვენი მთავრობა ამ როლის შესასრულებლად თამამ ინვესტიციებს ახორციელებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე თანამედროვე იქნება. ვაფართოვებთ და ვაახლებთ თანამედროვე სატრანსპორტო, ლოჯისტიკურ და ციფრულ ინფრასტრუქტურას და ვხსნით ჩვენი, როგორც მწვანე ენერგიის ექსპორტიორის სრულ პოტენციალს.

იმ დროში, როცა ევროპა სტრატეგიულ ავტონომიას, ენერგეტიკულ დივერსიფიკაცისას და გაძლიერებულ კავშირს ეძებს, საქართველო ცენტრალური გამოსავალია და არა პერიფერიული მოთამაშე.

ჩვენ პარტნიორობას ვთავაზობთ. საერთაშორისო საზოგადოებას ვიწვევთ საქართველოში ინვესტირებისთვის, ჩვენთან თანამშრომლობისთვის და ვთხოვთ, აღიარონ ის სანდოობა, რომელიც თანმიმდევრულობითა და შედეგებით მოვიპოვეთ.

წვლილი ევროპის მომავლის ფორმირებაში

ჩვენი გზა ევროკავშირის წევრობისკენ კვლავ მტკიცე და შეუქცევადია. საქართველო ყოველთვის იყო პასუხისმგებლიანი პარტნიორი. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა ვალდებულების შესრულებას ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში.

გვჯერა, რომ ჩვენი მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის, რეალისტურიც არის და მიღწევადიც. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენი მისწრაფებაა, არამედ იმიტომ, რომ ვმუშაობთ, რათა ეს დავიმსახუროთ.

მოთმინებითა და მიზანდასახულობით ვახორციელებთ რეფორმებს და მჯერა, რომ მომავალ წლებში საქართველოსადმი დამოკიდებულება უფრო სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული გახდება, და ასახავს როგორც ჩვენ მიერ განხორციელებულ რეფორმებს, ისე მიღწეულ ხელშესახებ პოგრესს.

ჩვენი საგარეო პოლიტიკა ხელმძღვანელობს როგორც მტკიცე პრინციპებით, ისე პრაგმატული მოსაზრებებით. ქართველ ხალხს სრულად ესმის ომის დიდი ფასი. ჩვენი ტერიტორიის 20%  რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება. და ჩვენ მშვიდობიანი მოგვარების გზის ურყევად ერთგული ვრჩებით. სრულად გვესმის, რომ მშვიდობა წინსვლის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა.

საქართველოს გზა ევროპული, მშვიდობიანი და პრინციპულია. ჩვენ ჩვენს წილს ვასრულებთ. ვრჩებით მტკიცე რეფორმების გზაზე, ერთგულნი ვართ ჩვენი ვალდებულებების და კონცენტრირებული ვართ შედეგებზე.

ჩვენი დემოკრატიის გაღრმავებისა და სტრატეგიული როლის ზრდის ფონზე, ველით, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ასაქართველოს აღიქვამენ როგორც ქვეყანას, რომელსაც წვლილი შეაქვს ევროპის მომავლის ფორმირებაში.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend