კატეგორიები

გელა ხასაიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

გელა ხასაიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრს, გელა ხასაიას.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო. მან სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოს დარბაზში ხმაური მოჰყვა, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა შენობიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს გელა ხასაიას მხარდამჭერები.

საქმეზე მომდევნო სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება.

გამოძიება გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს ედავება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს პატიმრობას 4-დან 6 წლამდე ვადით.

შსს-ს ვერსიით, პირველ სექტემბერს თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეს.

ადვოკატების თქმით, გელა ხასაია და მასთან ერთად დაკავებული პირი ერთმანეთს არ იცნობენ, ხოლო საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და უკავშირდება გელა ხასაიას სამოქალაქო აქტივიზმს.

30 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ცნობა, რომ საქმეში დაზარალებული გელა ხასაიაზე სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა, რამაც აქტივისტისგან აგრესია და მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა გამოიწვია. უწყების ვერსიით, ინციდენტს თავად გელა ხასაია ადასტურებს, თუმცა უარყოფს ძალადობას.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები