მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთი საქართველოს იყენებს ჰიბრიდული ომის პოლიგონად

სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთი საქართველოს იყენებს ჰიბრიდული ომის პოლიგონად

ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა დისკუსია სახელწოდებით „ბრძოლა დემოკრატიული სუვერენიტეტისათვის მტრულად განწყობილ სამეზობლოში“.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მისი განცხადებით, ამჟამად მოსკოვი თბილისის წინააღმდეგ აქტიურად აწარმოებს ჰიბრიდულ ომს, რომლის დროსაც, ზურაბიშვილის შეფასებით, გამოიყენება პროპაგანდა, კიბერშეტევები და არჩევნების გაყალბება:

„საქართველოში ჰიბრიდული ომის წინაშე ვდგავართ. როგორც წესი, ჩვენ ვართ რუსეთის საცდელი პოლიგონი, თუ როგორ უნდა სცადონ რუსული იმპერიალიზმის გავლენის აღორძინება მის გარშემო და მის ფარგლებს გარეთ. ჰიბრიდული ომი არის მათი ახალი ინსტრუმენტი და ისინი, როგორც 1993 ან 2008 წელს, მას საქართველოში ცდიან.

ჰიბრიდული ომი ყველაფრისგან შედგება: პროპაგანდისგან, კიბერშეტევებისგან, არჩევნების მანიპულირებისგან, ისინი ჩვენს საკუთარ, დემოკრატიულ ინსტრუმენტებს იყენებენ. ეს არის ტოტალიტარიზმის მიერ დემოკრატიის დამახინჯება, რადგან სწორედ ტოტალიტარიზმი იქნება, რასაც ჩვენ ვხედავთ და ამასთან საბრძოლველად საჭიროა ყველა ელემენტი. საჭიროა ძლიერი სამოქალაქო მდგრადობა და ვფიქრობ, რომ ჩვენ ის გვაქვს…“

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ქვეყნის შიგნით არსებული სამოქალაქო მდგრადობა არ იქნება საკმარისი, თუკი საქართველოს შესაბამის ყურადღებას არ მიაქცევენ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები.

„ჩვენი ბრძოლა მდგრადობისთვის, რა თქმა უნდა, არ არის უკრაინელი ხალხის შეიარაღებული გმირული მდგრადობის მსგავსი. თუმცა, ის, რაც თქვენგან გვჭირდება, არის ყურადღება, ყურადღება და ყურადღება, რადგან ეს არის ერთადერთი დაცვა იზოლაციისგან.

როდესაც ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, რათა ისინი ძველ პროდასავლურ, პროევროპულ გზაზე დააბრუნონ, ეს ილუზიაა. თქვენ ვერ დააბრუნებთ ქვეყანას ან მმართველ პარტიას, რომელიც ასე შორს შევიდა რუსეთის მკლავებში, მაგრამ თქვენ მაინც შეგიძლიათ მოსახლეობის დაბრუნება. თქვენ შეგიძლიათ მოსახლეობის დაცვა.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო დაკარგული არ არის, რადგან საქართველოს მოსახლეობა, ეს არის ის, ვინც ქუჩაშია, ხოლო ისინი, ვინც ქუჩაში არ არიან, ხვალ, ზეგ გამოვლენ. ქართველი ხალხის გადაწყვეტილება არის, არასოდეს დაუბრუნდნენ რუსეთის ბატონობას“, – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:19

„ROMA AMOR”

spot_imgspot_img
Send this to a friend