მთავარიამერიკავენესუელანიკოლას მადურომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ძალაუფლება ეზრდება

ნიკოლას მადურომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ძალაუფლება ეზრდება

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სამხედროების ქვეყნის ტერიტორიაზე შესაძლო შესვლის შემთხვევაში მას უსაფრთხოების სფეროში გაფართოებული უფლებამოსილებები მიენიჭება.

ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა ეს გადაწყვეტილება ორშაბათს, 29 სექტემბერს, გამოაცხადა, ორ ქვეყანას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე. მადურომ საჯაროდ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია მის გადაყენებას ცდილობენ.

ბრძანებულება მადუროს საშუალებას აძლევს, ქვეყნის მასშტაბით შეიარაღებული ძალები მობილიზდეს და სამხედროებს საჯარო სტრუქტურებსა და ნავთობის ინდუსტრიაზე კონტროლის უფლება მიანიჭოს.

ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც აშშ-მ კარიბის ზღვის აუზში სამხედრო გემების ფლოტი განათავსა. ვაშინგტონის განცხადებით, ეს ოპერაცია ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება. ბოლო კვირებში აშშ-მა დაბომბა რამდენიმე ნავი, რომლებსაც, მათი თქმით, ვენესუელიდან უკანონო ნარკოტიკები გადაჰქონდა. შეტაკებების შედეგად ბორტზე მყოფი პირები დაიღუპნენ.

NBC-ს ცნობით, აშშ-ის სამხედრო დანაყოფები ვენესუელაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ მოქმედების გეგმებს ამზადებენ. ბოლო დღეებში ვენესუელის არმიამ მოხალისე მილიციის წევრებთან ერთად სამხედრო წვრთნები ჩაატარა. ჯარისკაცები მოქალაქეებს იარაღის გამოყენებას ასწავლიან, რასაც ხელისუფლება აშშ-ის შესაძლო შეჭრისთვის მზადებას უწოდებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:04:19

„ROMA AMOR”

spot_imgspot_img
Send this to a friend