კატეგორიები

გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის, მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.

სასამართლო პროცესს თავად მარინა რამაზაშვილი და ალექსანდრე ბაჩიაშვილი არ ესწრებოდნენ. ისინი საქართველოში არ იმყოფებიან.

პროკურატურა ბაჩიაშვილის მშობლებს ედავება, რომ ისინი შვილს „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან“ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დაეხმარნენ. მუხლი, რომლითაც მათ ბრალი აქვთ წარდგენილი, სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღესვე, 30 სექტემბერს, სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა გიორგი ბაჩიაშვილის უკანონო საზღვრის კვეთის საქმეზეც. მას 4 წლითა და 6 წლის ვადით მიესაჯა პატიმრობა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. იგივე სასჯელი მიესაჯა შოთა ქარუმიძესაც – მძღოლს, რომელმაც გიორგი ბაჩიაშვილი საზღვარზე გადაიყვანა.

გიორგი ბაჩიაშვილს ე. წ. ბიტკოინების საქმეზე უკვე მისჯილი აქვს 11 წლით პატიმრობა. „ჩემი ქმედება აუცილებელი მოქმედება იყო, რომ ყველანაირი ზიანი ამერიდებინა თავიდან. ჩემ წინააღმდეგ ყველა პროცესი შურისძიებაა. ჩემი მშობლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაც ამას ემსახურება“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა სხდომათა დარბაზში.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები