მთავარისაქართველოგერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი პეტერ ფიშერს

გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი პეტერ ფიშერს

საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერს გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გადასცეს ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

„ამ ნაბიჯით ქართველმა ახალგაზრდებმა გამოხატეს პატივისცემა და მადლიერება გერმანიის სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ, საქართველოსთვის გაწეული მრავალწლიანი, უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიება „ახალგაზრდობის თანხმობის აქტის” საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებითა და სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა თბილისში, ევროპის მოედანზე.

ღონისძიებას წინ უძღოდა პეტერ ფიშერის მიმართ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უხეში განცხადებები. 28 სექტემბერს კი, თბილისში გაიმართა „ქართულ-გერმანული მეგობრობის” მარში, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებმა გერმანიას, გერმანელ ხალხსა და პეტერ ფიშერს, მადლობა გადაუხადეს და მხარდაჭერა გამოუცხადდეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:19

„ROMA AMOR”

spot_imgspot_img
Send this to a friend