მთავარიევროპაგერმანიაფრიდრიხ მერცი ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე: „ეს ომის დასრულების საუკეთესო შანსია"

ფრიდრიხ მერცი ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე: „ეს ომის დასრულების საუკეთესო შანსია”

„თითქმის სამწლიანი სისხლისღვრის შემდეგ ეს გეგმა ომის დასრულების საუკეთესო შანსია“, – ასე ეხმაურება გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ წარდგენილ ღაზის სამშვიდობო გეგმას.

„მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის მიერ გუშინ წარდგენილ მშვიდობის გეგმას. თითქმის სამწლიანი სისხლისღვრის შემდეგ, ეს გეგმა საუკეთესო შანსია ომის დასასრულებლად. ის, რომ ისრაელი უჭერს მხარს ამ გეგმას,  წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახლა გეგმას „ჰამასი” უნდა დასთანხმდეს და მშვიდობას გზა გაუხსნას. ეს ნამდვილად ბოლო, გადამწყვეტი ნაბიჯია. პირდაპირ მოვუწოდებ „ჰამასს”, დაეთანხმოს გეგმას, რათა რეგიონში მშვიდობას გზა მისცეს.

თუ შეთანხმება მიიღწევა, გერმანია მზად არის, გეგმის განხორციელებას ხელი შეუწყოს. ეს გულისხმობს როგორც პოლიტიკურ, ასევე ჰუმანიტარულ და, რა თქმა უნდა, რეგიონის აღდგენის პროცესს. ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც ძალისხმევას ისეთი ახლო აღმოსავლეთისთვის, სადაც ერთ დღეს ისრაელელები და პალესტინელები მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრებენ ორ სახელმწიფოში”, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

დონალდ ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე წარადგინა. გეგმა 20  პუნქტისგან შედგება და ითვალისწინებს დროებითი ზედამხედველობის საბჭოს შექმნას, რომელსაც თავად დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს.

გეგმის თანახმად, „თუ ორივე მხარე დასთანხმდება წინადადებას, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება. ისრაელის ძალები შეთანხმებულ ხაზამდე უკან დაიხევენ, რათა მძევლების გათავისუფლებისთვის მოემზადონ. ამ დროის განმავლობაში ყველა სამხედრო ოპერაცია, მათ შორის საჰაერო და საარტილერიო დაბომბვები შეჩერდება და საბრძოლო ხაზები გაყინული დარჩება იქამდე, სანამ სრული ეტაპობრივი გასვლისთვის შესაბამისი პირობები არ შეიქმნება“.

გეგმის მიხედვით, ღაზას გარდამავალი, ტექნოკრატიული, აპოლიტიკური პალესტინის კომიტეტი უხელმძღვანელებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:19

„ROMA AMOR”

spot_imgspot_img
Send this to a friend