სომხეთის დიპლომატიური უწყების თანახმად, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში შედგა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ არარატ მირზოიანმა და კაია კალასმა ისაუბრეს რეგიონის გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, ასევე ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო საკომუნიკაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობისთვის.
Glad to talk to HR/VP @kajakallas.
In conditions of constant geopolitical developments stronger like-minded partnerships are essential in promoting prosperity & enhanced connectivity.
The vision & ongoing deepening of 🇦🇲-🇪🇺 engagement stands as a good example of such formula. pic.twitter.com/LqCsrf8nTS
— Ararat Mirzoyan (@AraratMirzoyan) September 25, 2025
დიპლომატებმა ასევე ისაუბრეს სომხეთ-ევროკავშირს შორის პარტნიორობის განმტკიცების თაობაზე.
ბოლო თვეების განმავლობაში ერევანსა და ბრიუსელს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები სულ უფრო და უფრო მეტად ვითარდება, რაც დასტურდება სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ევროკავშირის ლიდერების გახშირებული ორმხრივი ვიზიტებით.


