მთავარიევროპათურქეთიდონალდ ტრამპმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს თეთრ სახლში უმასპინძლა

დონალდ ტრამპმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს თეთრ სახლში უმასპინძლა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს უმასპინძლა. შეხვედრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ერდოღანს შეუძლია, არის რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვის შეწყვეტა.

„ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ვთანამშრომლობთ, როგორც ომის, ისე ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, დღეს ორივე თემაზე ვისაუბრებთ. მსურს, მან შეწყვიტოს რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს. ისინი იბრძვიან. მათ უკვე მილიონობით ადამიანი დაკარგეს. და რისთვის? იცით, რისთვის? სამარცხვინოა. გუშინაც ვთქვი, ასე გააგრძელონ.  მათი ეკონომიკა ახლა საშინელ მდგომარეობაშია. ვფიქრობ, სამწუხაროა, ამას რომ აკეთებენ, უმიზეზოდ უამრავ ადამიანს ხოცავენ. გასულ კვირას შვიდი ათას რვაას თვრამეტი ადამიანი დაიღუპა”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი ამერიკელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით კი ვაჭრობისა და თავდაცვის მიმართულებით.

„თქვენი პრეზიდენტობის პირველი და მეორე ვადის დროს ჩვენ შევძელით, თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა განსხვავებულ დონეზე და პროცესში გადაგვეყვანა. აქ გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ F-35-სა და F16-ის შესყიდვის პროცესები. ასევე „ჰალკბანკის“ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები გავიაროთ. გვექნება შესაძლებლობა, ამ და სხვა თემებზე ერთად ვიმსჯელოთ საფუძვლიანად”, – განახადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend