მთავარიმსოფლიოკავკასიააზერბაიჯანის პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაზე გუშინ, 25 სექტემბერს, სიტყვით გამოვიდა. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯან-სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ ქვეყანამ სომხეთთან ურთიერთობების ახალი გვერდის დაწყებისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.

„განმათავისუფლებელი ომის შემდეგ აზერბაიჯანმა გამოაცხადა მზადყოფნა, სომხეთთან ურთიერთობებში ახალი გვერდი გაეხსნა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთაღიარების საფუძველზე. ჩვენ შევთავაზეთ ხუთი ძირითადი პრინციპი, რომლებიც საერთაშორისო სამართალზე იყო დაფუძნებული, წარვადგინეთ სამშვიდობო ხელშეკრულების წინადადება.

შემდეგ დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი პროექტზე, რომელიც 2022 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ზაფხულამდე გაგრძელდა. პროცესის ჩაშლის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოლაპარაკებებმა დადებითი შედეგები გამოიღო, რადგან ისინი ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე მიმდინარეობდა“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, მან ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებისა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend