კატეგორიები

არჩევნები 2025 – წინასაარჩევნო დებატები

არჩევნები 2025 – წინასაარჩევნო დებატები

4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება – ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით აირჩევენ 5 თვითმმართველი ქალაქისა და 59 თვითმმართველი თემის მერს, ასევე თბილისისა და 63 მუნიციპალიტეტის საკრებულოების წევრებს.

მუნიციპალური არჩევნების წინ ევრონიუს ჯორჯია კანონმდებლობის შესაბამისად, გთავაზობთ არჩევნებში მონაწილეობის მსურველ იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა დებატებს, რომლებიც ერთი მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას, მეორე მხრივ კი, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დებატებში მონაწილე პარტიების მსგავსი ან უკეთესი შედეგი აჩვენეს.

ამრიგად, ევრონიუს ჯორჯიამ  წლევანდელი დებატებისთვის მაყურებელთან შესახვედრად მოიწვია პარტიების – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; „ძლიერი საქართველო – ლელო“; „გახარია – საქართველოსთვის“; „გირჩი“ წარმომადგენლები. დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება“.

სტუმრებს ერთი და იმავე 5 კითხვით მივმართავთ და მათ შესაძლებლობა აქვთ, მაყურებლებს თავიანთი გეგმები გააცნონ. პასუხებისთვის ყველას თანაბარი დრო ეთმობა – 3 წუთი. შემდეგ კი სტუმრებს აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და დებატების შესაძლებლობა ეძლევათ.

დებატებისთვის შერჩეული საკითხებია – ადგილობრივი თვითმმართველობა, სოციალური პოლიტიკა, ინფრასტრუქტურა, ეკოლოგია, ურბანული განვითარება, სოფლის მეურნეობა და სხვა…

ევრონიუს ჯორჯიას კითხვებს პასუხობენ:

ლანა გალდავა – „ლელო ძლიერი საქართველოდან“

გიორგი შარაშიძე – პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“

ალექსანდრე რაქვიაშვილი – პარტია „გირჩიდან“

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები