მთავარიმსოფლიოUNITED NATIONS„სამმაგი საბოტაჟი” - დონალდ ტრამპი გაეროში მომხდარი ინციდენტების გამოძიებას ითხოვს

„სამმაგი საბოტაჟი” – დონალდ ტრამპი გაეროში მომხდარი ინციდენტების გამოძიებას ითხოვს

დონალდ ტრამპი გამოძიებას ითხოვს მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სამშაბათს, 23 სექტემბერს, გაეროს შტაბ-ბინაში, მისივე სიტყვებით, „სამმაგი საბოტაჟის“ მსხვერპლი გახდა.

სოციალურ ქსელ truth social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, დონალდ ტრამპი წერს, რომ გაეროში „სამი მზაკვრული შემთხვევა“ გადახდა თავს და ეს „ნამდვილი სირცხვილია“.

საქმე იმას ეხება, რომ გაეროს შტაბ-ბინაში ყოფნისას თავდაპირველად ესკალატორი, რომელზეც პრეზიდენტი და პირველი ლედი, მელანია ტრამპი იდგნენ, მოულოდნელად გაჩერდა. დონალდ ტრამპის თქმით, მომხდარი წინასწარ იყო განზრახული.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუბრობს იმაზეც, რომ მაშინ, როცა იგი გაეროს ტრიბუნაზე სიტყვით გამოდიოდა, არც სუფლიორი მუშაობდა, და ამასთან, მისი სიტყვა დარბაზში მსხდომებსაც არ ესმოდათ.

„ეს არ იყო დამთხვევა – ეს იყო სამმაგი საბოტაჟი. არ მიკვირს, რომ გაერო ვერ ასრულებს მისიას, რომლისთვისაც შეიქმნა“, – დაწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ წერილს, რომელიც გამოაქვეყნა, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშსაც უგზავნის და მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend