კატეგორიები

კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა წარუდგინა

კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა წარუდგინა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა და დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები გააცნო.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესწრებოდნენ.

სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ თქვა, რომ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დედაქალაქის მერიის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო.

„საზოგადოებისთვის სამომავლო გეგმების გაცნობას ვასრულებთ მიმართულებით, რომელიც, ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა.

ეს არის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკა – მიმართულება, რომელიც ჩვენთვის უკვე მიღწეული გარკვეული შედეგიც არის და, რა თქმა უნდა, სამომავლო გამოწვევაც.

მე აღარ დავიწყებ იმის ჩამოთვლას, თუ რა ნაბიჯები გადავდგით ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული მიმართულებით. ამ ყველაფერზე ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოები მეტყველებს – ქალაქში აღარ მოძრაობს ტრანსპორტი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებდა, ასევე შემცირებულია მოლოდინის დრო, აღარ ხდება ქაოსური განაშენიანება, გვაქვს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლითაც ვავითარებთ ჩვენს დედაქალაქს და ა.შ. თუმცა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებით არსებული პრობლემები ერთი ხელის მოსმით მოგვარდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები