მთავარიევროპასერბეთისერბეთის პრეზიდენტი მსოფლიო ქვეყნებს დიალოგის სივრცედ ბელგრადს სთავაზობს

სერბეთის პრეზიდენტი მსოფლიო ქვეყნებს დიალოგის სივრცედ ბელგრადს სთავაზობს

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი.

მისი თქმით, გაერო უნდა იქცეს მრგვალ მაგიდად, სადაც „თითოეულ ადგილს უნდა ჰქონდეს თავისი მნიშვნელობა:

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ უნდა იყოს სივრცე, სადაც გიგანტი სახელმწიფოები იბრძვიან, ხოლო მცირე ქვეყნები სუნთქვაშეკრულები უყურებენ მათ. ეს უნდა იყოს მრგვალი მაგიდა, სადაც თითოეულ ადგილს უნდა ჰქონდეს თავისი მნიშვნელობა.

ჩვენნაირ სახელმწიფოებთან, რომლებიც გლობალურ სამხრეთს ეკუთვნიან, ხშირად ისე ექცევიან როგორც ჭადრაკის ფიგურებს. დროა, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ორგანიზატორებიც და ნოვატორებიც. შესაძლოა, ჩვენი სიტყვა არ იყოს ხმამაღალი, თუმცა ხშირად სწორედ ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, რადგან ერთდროულად ვხედავთ აღმოსავლეთსა და დასავლეთსაც.

ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი მოქმედება არ გულისხმობს ბრმა თანხმობას. ის გულისხმობს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და რწმენას, რომ დიალოგი უფრო ძლიერია, ვიდრე უთანხმოება.

სერბეთი სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორია, თუმცა აუცილებელია ურთიერთშეთანხმება. ჩვენ ისევე მტკიცედ დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, როგორც თანამშრომლობას“.

ალექსანდრ ვუჩიჩი მსოფლიოს ქვეყნებს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს სთავაზობს როგორც დიალოგის სივრცეს კონფლიქტების გადასაჭრელად. გაეროს ტრიბუნიდან მან თქვა, რომ ახლა სამყარო არის „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სასტიკი ძალადობის წინაშე“:

„სერბეთი არ არის ბუფერული ზონა, ის არის ხიდი. ხიდები კი ერთმანეთთან დაკავშირებისთვის არის შექმნილი და არა დაყოფისთვის. ამიტომ მე, როგორც სერბეთის პრეზიდენტს, მინდა, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი ბელგრადი შემოგთავაზოთ როგორც დიალოგის სივრცე მსოფლიოში ყველა კონფლიქტის გადასაჭრელად…

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამყარო ყველაზე სასტიკი ძალადობის წინაშე აღმოჩნდა. 2024 წელს 36 ქვეყანაში გაჩაღდა 61 სამხედრო კონფლიქტი. ეს არის ათწლეულების განმავლობაში ყველაზე რეკორდული მაჩვენებელი. დეზინფორმაციის გავრცელება, განსაკუთრებით ციფრული პლატფორმების მეშვეობით, აღვივებს ქვეყნებს შორის უთანხმოებას, რასაც აქვს უარყოფითი გავლენა არჩევნებზე, ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებსა და საზოგადოებრივ განწყობებზე…

ჩარლი კირკის მკვლელობა არის ამ ყველაფრის საუკეთესო მაგალითი. ის სასტიკად მოკლეს მხოლოდ იმისთვის, რომ მკვლელს არ მოსწონდა მისი იდეები“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend