მთავარისაქართველოსაქართველოში ევროსაბჭოს დელეგაცია ჩამოვა

საქართველოში ევროსაბჭოს დელეგაცია ჩამოვა

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია 2025 წლის 24–25 სექტემბერს ფაქტების დასადგენად ვიზიტით საქართველოში ჩამოვა. ევროსაბჭოს ინფორმაციით, მათი მიზანია, შეაფასონ, როგორ მოქმედებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემო. ადგილობრივ ხელისუფლებაზე განსაკუთრებული ყურადღება კი 4 ოქტომბრისთვის დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებს დაეთმობა.

დელეგაციას ხელმძღვანელობენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების პალატის პრეზიდენტი ბერნდ ფორინგერი (გერმანია, EPP/CCE) და კონგრესის პრესსპიკერი არჩევნების დაკვირვების საკითხებში სტიუარტ დიკსონი (დიდი ბრიტანეთი, ILDG), ექსპერტ პროფესორ ტანია გროპისთან ერთად.

ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვედრას გამართავენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, სახალხო დამცველის პირველ მოადგილესთან, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ასევე საქართველოს დელეგაციის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან.

დელეგაცია ასევე ისაუბრებს მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

ევროსაბჭო აღნიშნავს, რომ ვიზიტი არ უნდა ჩაითვალოს არც ლეგიტიმურობის მინიჭებად და არც რომელიმე თანამოსაუბრის პოლიტიკური პოზიციების მხარდაჭერად.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:19

„ROMA AMOR”

spot_imgspot_img
Send this to a friend