კატეგორიები

DRI: „ანტიკორუფციული ბიუროს რეპრესიების მორიგი სამიზნე დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტია”

DRI: „ანტიკორუფციული ბიუროს რეპრესიების მორიგი სამიზნე დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტია”

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” განცხადებით, 24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროდან მიიღეს წერილი, რომლის მიხედვითაც, მიმდინარეობს ინსტიტუტის საქმიანობის შესაბამისობის დადგენა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან.

„ივანიშვილ-კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს რეპრესიების მორიგი სამიზნე „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტია””, – წერს ორგანიზაცია და განმარტავს, რომ ბიურო მათ სამ სამუშაო დღეში სთხოვს დეტალურ ინფორმაციას 2025 წლის 16 აპრილიდან დღემდე განხორციელებულ პროექტებსა და საქმიანობაზე, თუმცა კონკრეტულ მუხლებზე მითითებისა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” აცხადებს, რომ მოთხოვნა სცდება „გრანტების შესახებ“ კანონის ფარგლებს. მათივე თქმით, ორგანიზაცია არც არის ამ კანონის ბოლო ცვლილებების ადრესატი, რადგან მას ახალი საგრანტო ხელშეკრულება არ დაუდია და არსებული კონტრაქტები არ შეუცვლია.

ინსტიტუტის ინფორმაციით, მსგავსი წერილები სხვა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმაც მიიღეს, რაც სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციასა და მათი საქმიანობის შეჩერებას ისახავს მიზნად.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები