კატეგორიები

ოკუპირებულ აფხაზეთს სურს, დაამყაროს საზღვაო მიმოსვლა სირიასთან

ოკუპირებულ აფხაზეთს სურს, დაამყაროს საზღვაო მიმოსვლა სირიასთან

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს სირიასთან საზღვაო მიმოსვლის დამყარება სურს.

კრემლის სახელმწიფო მედიასთან საუბრისას, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „ეკონომიკის მინისტრმა“, თეიმურაზ მიქვაბიამ განაცხადა, რომ სოხუმის მიზანია, მხარეებს შორის უკვე არსებულ „შეთანხმებებს“ დაემატოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური შეთანხმებებიც.

ამ კონტექსტში ოკუპირებულ აფხაზეთში იმედოვნებენ, რომ დამასკოსთან პირდაპირ საჰაერო კავშირსაც დაამყარებენ.

სირიის არაბულმა რესპუბლიკამ 2018 წელს აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. „დამოუკიდებლობა“. ორი წლის შემდეგ სირიაში გაიხსნა აფხაზეთის ე.წ. „საელჩო“. ამ ნაბიჯის გამო თბილისმა დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ გაჩნდა შესაძლებლობა, საქართველოსა და სირიის ახალ ხელისუფლებას შორის დაწყებულიყო მოლაპარაკებები რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების აღიარების გაუქმების შესახებ. ამისთვის თბილისმა შუამავლობის თხოვნით მიმართა თურქეთის რესპუბლიკასაც.

სირიის გარდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. „დამოუკიდებლობას“ აღიარებენ რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები