საქართველოს NATO-სთან ახალი წარმომადგენელი ჰყავს. ამ თანამდებობას ირაკლი ბერაია დაიკავებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი სხვადასხვა დროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიციებს იკავებდა. ამასთან, ირაკლი ბერია პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეც იყო.
„წლების განმავლობაში ირაკლი ბერია იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
ასევე გახლდათ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში.
სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე მსახურობდა”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
