კატეგორიები

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ნომინანტია

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ნომინანტია. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პრემიაზე ევროპარლამენტარებმა წარადგინეს.

სახაროვის პრემიის სამი ფინალისტის ვინაობა 16 ოქტომბერს გახდება ცნობილი. დეკემბერში კი, სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოვლინდება გამარჯვებული.

რუსი მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის, პრემია ყოველწლიურად გადაეცემა იმ პირს ან ჯგუფს, ვინც საკუთარი საქმიანობა მიუძღვნა ადამიანის უფლებებისა და აზრის თავისუფლების დაცვას.

პრემია ევროპარლამენტის მიერ ყოველწლიურად გაიცემა 1988 წლიდან. ეს არის უმაღლესი ევროპული ჯილდო ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებისა და მუშაობისთვის.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები