კატეგორიები

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების შესახებ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების შესახებ

19 სექტემბერს გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები დაასანქცირა. მიმდინარე წლის იანვარსა და ივლისში ორივე მათგანი იმყოფებოდა ბათუმის ნავსადგურში.

გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ საკითხს გამოეხმაურა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

სააგენტო განმარტავს, რომ ქვეყნის ნავსადგურებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების ყოფნისას, არც ერთი მათგანი არ ყოფილა დასანქცირებული.

„2025 წელს ორჯერ (იანვარსა და ივლისში), რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები შევიდნენ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ბენზინის ტრანზიტული ტვირთით, ხოლო საბოლოო დანიშნულების ქვეყნად სომხეთი იყო მითითებული…

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა ნავსადგურში შესვლა კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის მკაცრი დაცვით. სააგენტო აგრძელებს საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების, დაცულობისა და გარემოს დაცვის სტანდარტების, ასევე გემის შესვლის დროს მოქმედი სანქციების რეჟიმების დაცვის უზრუნველყოფას. საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება, მათ შორის, სანქციების თავიდან არიდების მიზნით მესამე სახელმწიფოების მიერ“, – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები