კატეგორიები

ლონდონის მორიგი სანქციები

ლონდონის მორიგი სანქციები

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს. მასთან ერთად ლონდონმა სანქციები დაუწესა ბიზნესმენ ლევან ვასაძესაც.

გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების განმარტებით, ყოფილი გენპროკურორისთვის ფინანსური და სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზეზი გახდა რუსეთის ხელისუფლებისგან სარგებლის მიღება.

კერძოდ, როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობა განმარტავს, ოთარ ფარცხალაძე საქმიანობდა რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ფინანსურ და სამშენებლო სექტორებში.

ლონდონი ხსნის ლევან ვასაძის სანქცირების გადაწყვეტილებასაც. დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, ბიზნესმენი მხარს უჭერდა იმგვარ პოლიტიკასა თუ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ან ხელყოფს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები