კატეგორიები

ჯო უილსონი: „ქართული კოშმარის არაღიარების შესწორება მიღებულია”

ჯო უილსონი: „ქართული კოშმარის არაღიარების შესწორება მიღებულია”

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში შეიტანა შესწორება, რომელიც ეხება „ქართული ოცნების“ მთავრობის არაღიარებას აშშ-ის მთავრობის ან მისი ორგანოს მიერ. ამის თაობაზე თავად კონგრესმენი წერს სოციალურ ქსელში.

„ამერიკის შეურაცხყოფა კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მხარდაჭერის პარალელურად, იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია”, – წერს ჯო უილსონი.

ინიციატივას 18 სექტემბერს მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა და ის ახლა პალატის სრულ სხდომაზე კენჭისყრას ელოდება.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები