კატეგორიები

გიორგი კანდელაკსა და მასთან ერთად დაკავებულ ექვს პირს პატიმრობა შეეფარდა

გიორგი კანდელაკსა და მასთან ერთად დაკავებულ ექვს პირს პატიმრობა შეეფარდა

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ შვიდ პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს, ბორის გოგიჩაიშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე პროკურატურა დაკავებულთა მიმართ სწორედ პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი, მათ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. თავად ბრალდებულებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ ერთმანეთს არ იცნობენ და რომ ამ საქმესთან კავშირი არ აქვთ.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები