კატეგორიები

19 სექტემბერი ქართული სამხედრო ავიაციის დღეა

19 სექტემბერი ქართული სამხედრო ავიაციის დღეა

ალექსეევკას სამხედრო საჰაერო ბაზაზე გაიმართა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ავიაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

პროფესიული დღე პირად შემადგენლობას მიულოცა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა. სიტყვით მიმართვისას მან ყურადღება გაამახვილა ავიაციის მნიშვნელობასა და მფრინავების როლზე.

ქართული სამხედრო ავიაციის დღე სამხედროებს ასევე მიულოცა თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და მათ წარმატება უსურვა.

საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა გვირგვინით შეამკეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებმა სამხედრო აეროდრომზე წარმოდგენილი ტექნიკა დაათვალიერეს.

1992 წლის 19 სექტემბერს აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველად იფრინეს.

ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება. 1918 წლის 20 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები