კატეგორიები

სასამართლომ ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორ ირაკლი ყვავაძის თქმით, ბრალდებულის მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე.

ბრალდებულის ადვოკატი მისთვის 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, რაც მოსამართლე დავით კურტანიძემ არ დააკმაყოფილა.

მანამდე ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამორიცხავს პოლიტიკური ნიშნით დაკავებას.

ზურაბ ზვიადაური სამართალდამცველებმა 16 სექტემბერს დააკავეს. საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზურაბ ზვიადაურს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალდებულის სტატუსი აქვს კიდევ ერთ საქმეზე, რომელზეც არ გამოცხადებულა საბოლოო განაჩენი. კერძოდ, 2021 წლის 16 აგვისტოს ორმხრივი სროლისას დაიღუპა 3 პირი, ხუთი კი დაიჭრა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი იყო ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

მაშინ თელავის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ზვიადაური სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები