მთავარისაქართველო„ქვეყანაში ცვლილებების მხოლოდ ორი სცენარი არსებობს“ - სალომე ზურაბიშვილი

„ქვეყანაში ცვლილებების მხოლოდ ორი სცენარი არსებობს“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დაკავებას არ გამორიცხავს. გამოცემა Foreign Policy-სთან საუბრისას, მან განაცხადა, რომ ეს „სავსებით შესაძლებელია“ ხელისუფლების ოპონენტთა დაპატიმრების ფონზე.

„ალბათ პირველივე სიაში არ მოვხვდებით. ჯერჯერობით ისინი უფრო პოლიტიკურ ლიდერებს ირჩევენ იმის საჩვენებლად, რომ პოლიტიკური პარტიები ნამდვილად დაყოფილია, მაგრამ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ცხადია, რომ ამ სტრატეგიაში წითელი ხაზები არ არსებობს“.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში ცვლილებების მხოლოდ ორი სცენარი არსებობს.

ამ თემაზე გამოცემა Foreign Policy-სთან საუბრისას, მან დაასახელა ახალი არჩევნები და საპროტესტო აქციები.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თანახმად, ალტერნატიულ სცენარად შეიძლება ამბოხების განხილვაც, თუმცა დასძენს, რომ ეს სცენარი არ არის „ქართული ტრადიციების ნაწილი“.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, სახალხო პროტესტი თუ წინააღმდეგობა საგარეო პარტნიორების მიერ იყოს მხარდაჭერილი.

მისივე თქმით, ამჟამად რუსეთი საქართველოს ებრძვის ჰიბრიდული საშუალებებითა და რბილი ძალის გამოყენებით. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვნად დაგვიანდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ ევროპული და ამერიკული სანქციების დაწესება.

ის მიიჩნევს, რომ საერთაშორისო დონეზე კეთდება პოლიტიკური განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა მეტად საჭირო ყურადღებაზე მიუთითებს, რადგან, როგორც ამბობს, სასწორზე დევს რეგიონში ამერიკის ინტერესებიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend