კატეგორიები

„იყო საბოტაჟის შემთხვევები“ – ირაკლი კობახიძე ჰესების მშენებლობაზე

„იყო საბოტაჟის შემთხვევები“ – ირაკლი კობახიძე ჰესების მშენებლობაზე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით კონკრეტული პირები ქმნიდნენ „ხელოვნურ დაბრკოლებებს“. მისი თქმით, ამას „ქართული ოცნება“ „საბოტაჟის მოწყობად“ აფასებს.

ამ კონტექსტში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციებიც ახსენა და მათ ბრალი დასდო სახელმწიფო ინტერესების განზრახ ხელყოფაში.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ხელისუფლების დამოკიდებულება შეიცვალა და ახლა „ბევრად პრინციპული“ გახდა.

„ვერავის მივცემთ საშუალებას, ხელი მოითბოს სახელმწიფო ინტერესებისა და კერძო სექტორის ინტერესების ხარჯზე ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას.

ყველა მიმართულებით გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, ჩამოყალიბდება ახალი პრაქტიკა. ამ კუთხით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტებთან, ენერგეტიკოსებსა და კერძო სექტორთან მუდმივი კონსულტაციები.

სწორედ ასეთი კონსულტაციებისა და რჩევების საფუძველზე უნდა განისაზღვროს სამომავლოდ ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც უნდა გახდეს მაქსიმალურად ეფექტიანი…“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

სამთავრობო დელეგაცია სამეგრელოში, ენგურჰესზე იმყოფება, სადაც ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავს.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები