კატეგორიები

„არ დავივიწყებთ ცრუ მოწმეებს” – პროტესტი უზენაეს სასამართლოსთან

„არ დავივიწყებთ ცრუ მოწმეებს” – პროტესტი უზენაეს სასამართლოსთან

„არ დავივიწყებთ ცრუ მოწმეებს” – ამ გზავნილით შეიკრიბნენ მოქალაქეები უზენაეს სასამართლოსთან.

დემონსტრანტებს შორის იყვნენ პროევროპული დემონსტრაციებისას დაკავებულთა ოჯახების წევრები.

მათი თქმით, უკვე მსჯავრდადებულთა საქმეებში ფიგურირებდნენ პირები, რომლებიც სასამართლო განხილვებისას პროკურატურის დაკვეთით იძლეოდნენ ცრუ ჩვენებს.

საკითხზე საუბრისას ისინი მიუთითებენ თარჯიმნებზეც. კერძოდ კი ამბობენ, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირის, ანტონ ჩეჩინის, საქმეზე თარჯიმანი ბრალდების მხარეს ნეიტრალური მოწმის სტატუსით ჰყავდა წარმოდგენილი.

ეს კი იმ დროს, როცა თავად თარჯიმანი ამბობდა, რომ ბევრი საერთო ჰქონდა პროკურატურის მაღალჩინოსნებთან.

აქციაზე მოსული უფლებადამცველების განმარტებით, იურიდიულად დაუშვებელია, ნეიტრალურ მოწმედ ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით არის დაკავშირებული ბრალდების ან დაცვის მხარესთან ან თავად ბრალდებულთან.

მოგვიანებით დემონსტრანტებმა მსვლელობით გადაინაცვლეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც შეუერთდნენ უწყვეტ პროევროპულ საპროტესტო აქციას.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები