კატეგორიები

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი აცხადებს, რომ თანხის გადახდას არ აპირებს, რადგან პატიმრობას ისეთივე უკანონოს მიიჩნევს, როგორც „უამრავი თავისუფალი ადამიანის“.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის, საარჩევნო ბანერზე დატანილი წარწერის გამო. პროკურატურის ვერსიით, „პოლიტიკურ პარტიას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი 570 ლარის ოდენობით“.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები