მთავარიმსოფლიო„პუტინი უკვე კარგა ხანია, ცდის ჩვენს წითელ ხაზებს“ - ამბობს გერმანიის კანცლერი

„პუტინი უკვე კარგა ხანია, ცდის ჩვენს წითელ ხაზებს“ – ამბობს გერმანიის კანცლერი

ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომზე ისაუბრა.

მისი თქმით, არ შეიძლება საუბარი კიევის კაპიტულაციაზე. კანცლერის განცხადებით, მზარდია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, რომლებიც მთელ ევროპას ეხება. კრემლის მზარდ აგრესიაზე საუბრისას ფრიდრიხ მერცმა ახსენა პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეებში რუსული უპილოტო საფრენი აპარატების შეფრენის საკითხიც.

„პუტინი უკვე კარგა ხანია, ცდის ჩვენს წითელ ხაზებს… ის საბოტირებს, ჯაშუშობს, კლავს, ცდილობს, შექმნას გაურკვევლობა. რუსეთს სურს, ჩვენი საზოგადოების არევა. თუმცა, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ.

ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი მდგრადობა და თავდაცვისუნარიანობა. ჩვენ უნდა შევაკავოთ მოწინააღმდეგეებისგან მომდინარე აგრესია და ამავე დროს ერთმანეთთან დავაახლოოთ მოკავშირეები და პარტნიორები, როგორც ამას ფედერალურ მთავრობაში ვაკეთებთ. ამის საკმაოდ წარმატებული მაგალითია ტულონში, ფრანგულ-გერმანული მინისტრთა საბჭო…“ – თქვა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცხმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend