კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებულს განზრახ მკვლელობაში ბრალი წაუყენა იუტის ოლქის პროკურორმა ჯეფრი გრეიმ, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯას მოითხოვს.
პროკურატურა 22 წლის ტაილერ რობინსონს ადანაშაულებს მკვლელობაში და განმარტავს, რომ მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის დნმ-ის ნიმუშები მიუთითებს, რომ ჩარლი კირკი რობინსონმა მოკლა.
გავრცელებული ცნობებით, მკვლელობას თავად ბრალდებულიც აღიარებს.
ჩარლი კირკი 10 სექტემბერს მოკლეს იუტის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე. პროკურორები აცხადებენ, რომ რობინსონმა კირკს კისერში ესროლა კამპუსის მიმდებარე შენობის სახურავიდან.