კატეგორიები

„ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია” – ადვოკატები

„ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია” – ადვოკატები

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინფორმაციით, ადვოკატებმა მოინახულეს ნინო დათაშვილი. როგორც ისინი განმარტავენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია.

„ნინოს უჭირს გადაადგილება. არსებული ვითარებიდან გამომდინარე საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული პროცესი, მაღალი ალბათობით, გადაიდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შუამდგომლობას ნინო დათაშვილის ადვოკატები დააყენებენ”, – წერია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ნინო დათაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასა და მისთვის ყველა საჭირო სერვისის დაუყოვნებლივ შეთავაზების მოთხოვნით ადვოკატებმა მე-5 დაწესებულებას მიმართეს. საქმის კურსშია სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც საკითხზე უკვე მუშაობს.

ნინო დათაშვილის საქმის არსებითად განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 სექტემბერს, 15:00 საათზე უნდა განახლებულიყო.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები