კატეგორიები

დონალდ ტრამპი ლონდონში ჩავიდა

დონალდ ტრამპი ლონდონში ჩავიდა

დონალდ ტრამპი ლონდონში ჩავიდა. დიდი ბრიტანეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ შედგება მრავალმილიარდიანი ტექნოლოგიური გარიგება, რომელიც უზრუნველყოფს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობას და აჩვენებს ტრანსატლანტიკური კავშირის სიმტკიცეს, უკრაინაში თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად.

დონალდ ტრამპი ლონდონს აშშ-ის პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან, ერთად ესტუმრა. ვიზიტის დაწყებისას დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დიდ ბრიტანეთს მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

უინძორის სასახლეში ამერიკელ სტუმრებს მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა მასპინძლობენ, მანამდე კი ჩამოფრენის შემდეგ  მათ უელსის პრინცი და პრინცესა – უილიამი და ქეითი დახვდნენ.

18 სექტემბერს კი აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდება.

დაკავშირებული ამბები
დიდი ბრიტანეთის პრემიერი ენდი ბერნემი ბერლინში ფრიდრიხ მერცს შეხვდა ინგლისში ნატოს სადაზვერვო ბაზაზე შეღწევის მცდელობისთვის ლატვიის ორი მოქალაქე დააკავეს
სხვა ამბები