მთავარისაქართველოკახა კალაძე: „ჯანდაცვის პოლიტიკა თბილისის მერიის პრიორიტეტია”

კახა კალაძე: „ჯანდაცვის პოლიტიკა თბილისის მერიის პრიორიტეტია”

დედაქალაქის მოქმედმა მერმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებას ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები წარუდგინა.

მისი თქმით, მერიის ჯანდაცვის სამსახურის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში უკვე მოქმედი სერვისები გაფართოვდება. კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთი სიახლე შეეხება სხვადასხვა სიმსივნური პათოლოგიის მკურნალობის დაფინანსებას.

„ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თანამოქალაქეებზე, განურჩევლად მათი შეხედულებებისა. ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით ყოველწლიურად 300 000 ადამიანი სარგებლობს, ფინანსდება ნახევარ მილიონზე მეტი შემთხვევა. მიმდინარე წელს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულებით გამოყოფილია, დაახლოებით, 106 მლნ ლარი, რომლითაც ამჟამად 31 პროგრამა ხორციელდება.

რაც შეეხება მომდევნო ოთხ წელს, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები გაფართოვდება და ამოქმედდება სამი ახალი პროგრამა, ესენია: „ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსების“ პროგრამა, „ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების“ პროგრამა და „ფარისებრი ჯირკვლის რადიო იოდოთერაპიის დაფინანსების“ პროგრამა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend