კატეგორიები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი დასრულდა

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი დასრულდა

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მე-7 სეზონი დასრულდა. 11 დღის განმავლობაში წინანდლის ისტორიულ მამულში 21 კონცერტი გაიმართა.

ამფითეატრის სცენა თუ კამერული დარბაზი მსოფლიო დონის ვირტუოზებს დაეთმო. დასკვნით დღეს მსმენელის წინაშე წარდგა იერუსალიმის კვარტეტი. საღამოს კონცერტზე კი სცენაზე ავიდა პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრი, რომელსაც ცნობილმა შვედმა დირიჟორმა, დანიელ ბლენდალფმა უხელმძღვანელა.

დასკვნით კონცერტზე ორკესტრთან ერთად წინანდლის სცენა დაეთმო ახალი თაობის ვირტუოზ ჩელისტ პაბლო ფერანდესს. მუსიკოსებმა ანტონინ დვორჟაკის ნაწარმოებები შეასრულეს.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები