მთავარისაქართველოელენე ხოშტარია დააკავეს

ელენე ხოშტარია დააკავეს

„ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, ვინც არ უნდა დააკავოს, ბრძოლა არ შეწყდება. ეს არ არის პარტიული ბრძოლა. ეს ქართველი ხალხის საერთო სახალხო ბრძოლაა საქართველოს გარუსების წინააღმდეგ“, – ასე ეხმიანებიან ელენე ხოშტარიას დაკავებას თანაპარტიელები.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებმა პოლიტიკოსის დაკავების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალი „გამოგონილი და უსამართლოა“.

პროკურატურა პოლიტიკოსს „ნივთის დაზიანებას“ ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, „გამოძიების მასალების მიხედვით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერები დააზიანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალი, რომელიც პოლიტიკოსს აქვს წარდგენილი, 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend