მთავარისაქართველოსასამართლომ ლევან ხაბეიშვილს პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო.

სასამართლო სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ლევან ხაბეიშვილმაც. ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მისი დაკავება მაჩვენებელია „ქართული ოცნების“ შიშისა, დაკარგოს ძალაუფლება.

13 სექტემბერს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დამატებით დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლითაც, რა გულისხმობს „საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ“.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობის უზრუნველყოფით გირაო შეეფარდა ლევან ხაბეიშვილთან დაკავებულ მურთაზ ზოდელავასაც. გამოძიებისთვის ხელშეშლის ფაქტზე ბრალდებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 25 000-ლარიანი გირაო დაეკისრა.

სასამართლო პროცესის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავა. თავდაპირველად, მას გამოძიება ბრალს დებდა სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეს მუხლი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:26
spot_imgspot_img
Send this to a friend