კატეგორიები

რეზა დეგატის ფოტოგრაფია წინანდლის მამულში

რეზა დეგატის ფოტოგრაფია წინანდლის მამულში

და განა მხოლოდ მუსიკა ისმის, წინანდლის ფესტივალზე… ამჯერად სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ეხილათ მსოფლიოში ცნობილი  ფოტოგრაფის, რეზა დეგატის, ნამუშევრები.

თავად ავტორმა საკუთარ გამოცდილებასა და ფოტოებზე ილაპარაკა, ასევე თავისი შთაგონების მთავარ წყაროზე – ადამიანზე.

საღამოს კი, მსმენელის წინაშე, ახალგაზრდა ვარსკვლავი, კომპოზიტორი და პიანისტი ცოტნე ზედგინიძე წარდგა, ეს იყო ბეთჰოვენისა და ბრამსის ვირტუოზული შესრულება, დარბაზი კი აღფრთოვანებით უკრავდა ტაშს შესანიშნავ მუსიკოსს.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები