კატეგორიები

მარათონი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად

მარათონი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად

დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველწლიური გარბენი მესამედ გაიმართა. წელს მარათონი ყველაზე მასშტაბური გამოდგა. მასში მონაწილეობდა 300-მდე ადამიანი, რომელთა შორის დაჭრილი მებრძოლებიც იყვნენ.

გარბენი სამ დისციპლინაში ჩატარდა – 15, 5 და 3 კილომეტრ მანძილზე. საქველმოქმედო გარბენის მთავარი მიზანი დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერაა. შეგროვებული თანხა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში” სრულად გადაირიცხა.

ღონისძიებას ორგანიზება ფონდთან ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს თავდაცვის ძალებმა გაუწიეს. მარათონის დასრულების შემდეგ გარბენის გამარჯვებულებსა და დაჭრილ მებრძოლებს საჩუქრები გადაეცათ.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები