მთავარისაქართველოწინანდლის ისტორიულ მამულში მსმენელის წინაშე წარდგა პიანისტი ალექსანდრა დოვგანი

წინანდლის ისტორიულ მამულში მსმენელის წინაშე წარდგა პიანისტი ალექსანდრა დოვგანი

წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. ფესტივალის მე-9 დღეს კამერულ დარბაზში მსმენელის წინაშე პიანისტი ალექსანდრა დოვგანი წარდგა.

„ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, როგორც იქნა საქართველოში ჩამოვედი, ეს ჩემი პირველი ვიზიტია ამ ულამაზეს ქვეყანაში. პირველ კონცერტზე  რახმანინოვსა და შოპენს ვუკრავ, არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან – მარკსა და ჯინთან ერთად.

მოხარული ვიყავი მათთან მუშაობით, ჩვენ ბევრი სიახლე აღმოვაჩინეთ და მართლაც, დავტკბი ამ შესრულებით. ახლახან მოვრჩი რეპეტიციას ულამაზეს სცენაზე. განსაკუთრებული გამოცდილება იყო აქ, საქართველოში, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, ნაწარმოების დაკვრა. ამ ყველაფრისთვის ძალიან მადლობელი ვარ”, – აღნიშნა ევრონიუს ჯორჯიასთან პიანისტმა, ალექსანდრა დოვგანმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend