მთავარისაქართველოსუსი ადგენს კავშირს 4 ოქტომბრის არჩევნებსა და ქვეყანაში შემოტანილ ფეთქებად ნივთიერებას შორის

სუსი ადგენს კავშირს 4 ოქტომბრის არჩევნებსა და ქვეყანაში შემოტანილ ფეთქებად ნივთიერებას შორის

საქართველოში შემოტანილი ფეთქებადი ნივთიერების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების თანახმად, დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს ფეთქებადი ნივთიერება გადასცეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა. სუსმა ისაუბრა დაკავებულთა ჩვენებებზეც. ძალოვანი სტრუქტურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა თქვეს, რომ დანიშნულების საბოლოო წერტილი იყო რუსეთში ე.წ. „ობობის ქსელის“ ოპერაცია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დასძენს, რომ გამოძიება მუშაობს კიდევ ერთ ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, დანიშნულების წერტილი ავლაბრის რაიონში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლია.

უწყების უფროსის მოადგილის, ლაშა მაღრაძის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, არსებობს თუ არა კავშირი ფეთქებადი ნივთიერების საქართველოში შემოტანასა და 4 ოქტომბრის არჩევნებს შორის.

გამოძიების ფარგლებში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 214-ე მუხლების შესაბამისი ნაწილებით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს პატიმრობას 9 წლამდე ვადით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend