მთავარისაქართველოშსს-მ აქციებისას დაკავებული „ქართული ოცნების” მხარდამჭერები გაათავისუფლა

შსს-მ აქციებისას დაკავებული „ქართული ოცნების” მხარდამჭერები გაათავისუფლა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 8-9 სექტემბერს საპროტესტო აქციისას დაკავებული 3 პირიდან 2 გათავისუფლდა, 1 დაკავებულის შესახებ კი პროკურატურამ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ მიმართა.

შს მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 2 პირის პასუხისგებაში მიცემა.

ეს პირები 8-9 სექტემბერს კახა კალაძის შტაბთან შეკრებილ მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მმართველი პარტიის ინტერესებს იცავდნენ.

„მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ 8-9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული სამი პირის შესახებ. სამწუხაროდ, დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა.

შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან. რაც შეეხება ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან“, – განაცხადა დარახველიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend