მთავარიამერიკაბრაზილიასასამართლომ ჟაირ ბოლსონარუს 27 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ჟაირ ბოლსონარუს 27 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ყოფილ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს 27 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი 2022 წლის არჩევნების შემდეგ გადატრიალების მცდელობაში ცნეს დამნაშავედ. როგორც ცნობილია, მას ამ განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს.

ხუთი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის ოთხმა წევრმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ხუთ საქმეზე ცნო დამნაშავედ. განაჩენს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც  რამდენიმე საათის შემდეგ განაცხადა, რომ განაჩენი  მოულოდნელი იყო. 70 წლის ბოლსონარუ ამჟამად ბრაზილიაში შინაპატიმრობაშია.

მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ განაჩენს 11 მოსამართლისგან შემდგარ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ბოლსონარუ, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს, სასამართლო პროცესს არ დასწრებია. მან  მხოლოდ თავისი ადვოკატები გაგზავნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend