მთავარისაქართველომერვე საღამო წინანდლის სცენაზე

მერვე საღამო წინანდლის სცენაზე

წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. 11 სექტემბერს ფესტივალის მერვე დღე ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ და ნატალია ქუთათელაძე დახურეს.

დღის განმავლობაში კი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსების მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდათ. წინანდლის ფესტივალზე პირველად წარდგა იერუსალიმის კვარტეტი.

კამერულ დარბაზში, იერუსალიმის კვარტეტმა ჩელისტ ჯინგ ჟაოსთან ერთად ლუდვიგ ვან ბეთჰოვენისა და ფრანც შუბერტის ნაწარმოებები შეასრულა.

დღისით კი, ჯინგ ჟაო კამერულ დარბაზში სცენაზე პიანისტ ჟულიენ კანტანთან ერთად წარდგა. მათ მსმენელთათვის კლოდ დებიუსის, ფელიქს მენდელსონის, ალფრედო პიატისა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები შეასრულეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend