ევროკომისიის პრეზიდენტი საავტომობილო ინდუსტრიის წარმომადგენლებს ხვდება. ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საავტომობილო კომპანიების ხელმძღვანელებს შორის საუბარი ამ სექტორისთვის დაწესებულ ამერიკულ ტარიფებს, აგრეთვე, ინდუსტრიაში გაჩენილ გაზრდილ შეჯიბრებითობას დაეთმობა.
სწორედ ამიტომ შეხვედრა დასათაურდა, როგორც სტრატეგიული დიალოგი, სადაც ევროპული საავტომობილო ინდუსტრიის მომავალზე, მომავალ კეთილდღეობასა და გრძელვადიან გეგმებზე მიდის მსჯელობა.
ევროპელი ავტომობილების მწარმოებლებისთვის ექსპორტირებულ პროდუქციაზე აშშ-ს ამჟამად 15%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული. ვაშინგტონის მხრიდან გადადგმულმა ამ ნაბიჯმა კომპანიებში გარკვეული ტურბულენტობა გამოიწვია, შესაბამისად, საკითხის დარეგულირებაზე მუშაობა ევროკავშირს უწევს – ეს ყველაფერი კი კლიმატთან დაკავშირებით დასახული ამბიციური მიზნების პარალელურად ხდება.
ევროკომისიის მონაცემებით, საავტომობილო სექტორი პირდაპირი და არაპირდაპირი გზით 13,8 მილიონი ევროპელის დასაქმების ადგილია.