მთავარისაქართველოსუსის განცხადებით, შსს-მ უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა

სუსის განცხადებით, შსს-მ უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა.

უწყების თანახმად, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, შენიღბული სამალავებიდან ამოღებულია 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“.

სუსის ცნობით, ეს ნივთიერება ეკუთვნის საქართველოში, სარფის საბაჟოდან შემოსული სატვირთო მანქანის მძღოლს.

უწყება განმარტავს, რომ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია 8 მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი.

„ბუნებრივია, გამოძიება გაგრძელდება საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების დასადგენად – მზადდებოდა ტერორისტული აქტი საქართველოში, საქართველო გამოიყენებოდა სატრანზიტო ქვეყნად თუ სხვა. შესაბამისად მოხდება დაკავებული პირების მიმართ სამართლებრივი კვალიფიკაციის დაზუსტება და საჭიროების შემთხვევაში საზოგადოების შემდგომი ინფორმირება…“ – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.

სუსის თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს „ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გადაზიდვას“. უწყების განმარტებით, ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით დაკავებულებს ბრალად წარედგინებათ 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend