კატეგორიები

პოლონეთის მოთხოვნით გაერო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს

პოლონეთის მოთხოვნით გაერო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო პოლონეთის მოთხოვნით საგანგებო სხდომას გამართავს რუსული დრონების პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრის საკითხზე.

ვარშავაში დარწმუნებულნი არიან, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე.

გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი საშუალებას აძლევს გამოიძიოს კონფლიქტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას და შეიმუშაოს შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები, მათ შორის ეკონომიკური სანქციების დაწესება. საგანგებო სხდომები, როგორც წესი, უეცარი და სერიოზული საერთაშორისო კრიზისების საპასუხოდ იმართება.

10 სექტემბერს პოლონეთმა უკვე აამოქმედა ნატოს მეოთხე მუხლი, რომელიც მოკავშირეებთან დაუყოვნებელ კონსულტაციებს ითვალისწინებს. ოფიციალური ინფორმაციით, რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში 10 სექტემბრის ღამით შევიდა, მათი დიდი ნაწილი კი ბელარუსის ტერიტორიიდან.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაირღვა, თუმცა ასეთი მასშტაბით არასდროს.

დაკავშირებული ამბები
გაეროს სურსათის სააგენტომ დაფინანსების შემცირების შემდეგ აშშ-სგან 800 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო გაეროში აცხადებენ, რომ 2.4 მილიონ ლტოლვილს 2027 წელს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწევს
სხვა ამბები