მთავარისაქართველოლევან ხაბეიშვილი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი.

უწყების ცნობით, მას ბრალად ედება „ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტი”.

მათივე ცნობით: „ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე, ასევე თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთარსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას”.

დაკავებას აბსურდულს უწოდებენ ნაციონალურ მოძრაობაში და მის დაკავებას პოლიტიკური რეპრესიების მორიგ ფაქტად აფასებენ.

„სხვა ვერაფერი რომ მოუფიქრეს, ასეთი აბსურდული მუხლი მიუყენეს ხაბეიშვილის. ეს არის კლასიკური პოლიტიკური დაკავება იმისათვის, რომ ველი მოასუფთაონ და ბიძინა ივანიშვილმა მშვიდად დაიძინოს. ასიათასობით ადამიანი ირაზმება, რომ ეს ბოროტი რეჟიმი დაასრულოს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

რამდენიმე კვირის წინ ლევან ხაბეიშვილმა თქვა: „200 ათას დოლარს მიიღებს ყველა ჯილდოს სახით საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს უბრალოდ არ ისვრის”.

მან ასევე თქვა, რომ „200 ათასი დოლარი იმასაც უნდა მივცეთ ჯილდოს სახით, ვინც სისტემას ამხელს”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend